ლიონი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

“ვიცოდი, რომ ძლიერად უნდა დამერტყა“ - მიქაუტაძე ანჟერთან გოლის შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში ლიონი ანჟერს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა და თავი ეფექტური გოლით დაგვამახსოვრა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა თავდამსხმელმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მიქაუტაძემ?

„როდესაც ბურთი მივიღე ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა. ცრუ მოძრაობას მივმართე და ფეხბურთელები ჩამოვიტოვე. ვიცოდი, რომ კარში ძლიერად უნდა დამერტყა და ასეც მოვიქეცი. ბედნიერი ვარ, რადგან გოლების გატანა დავიწყე. ახლა უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ვარ.

მიყვარს ფეხბურთის თამაში, მიყვარს გოლების გატანა და მშობლების გახარება. ბედნიერი ვარ, რომ კარგ ფორმას ვუბრუნდები. მინდა გაცილებით მეტ მატჩში მივიღო მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს.

როდესაც რამე არ გამომდის, ამის გამოსასწორებლად ბევრს ვმუშაობ. მე უკვე კარგად ვიცნობ მწვრთნელს და თანაგუნდელებს. ახლა ყველაფერი გაცილებით მარტივია. ასეთი გამარჯვებები უნდა გავიმეოროთ და სატურნირო ცხრილში, რაც შეიძლება მაღლა ავიდეთ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ლიონს 25 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. ლიდერ პსჟ-ს კი 9 ქულით ჩამორჩება.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ქართველმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად მე-5 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდა ტრავმას გადაურჩა
ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდა ტრავმას გადაურჩა