ლივერპული, მოჰამედ სალაჰი
Aa
Aa

სპეკულაციები შეწყდება - სალაჰი ახალ კონტრაქტს დათანხმდა

მოჰამედ სალაჰის საგა დასასრულს უახლოვდება. ბრიტანული მირორი იუწყება, რომ ეგვიპტელს ფეხბურთელსა და ლივერპულს შორის შეთანხმება შედგა.

32 წლის გარემარბი ახალ 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და აბსოლუტურად ყველა სპეკულაცია შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ პრობლემას მერსისაიდული გრანდის მიდგომა იწვევდა, რადგან სალაჰს ახალ 1-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობდა, რაზეც ეგვიპტელი უარზე იყო.

როგორც ჩანს, ლივერპულმა „მოს“ 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა და სიტუაცია დალაგდა. ცნობისთვის, მოჰამედს საუდის არაბეთის კლუბები ეპატიჟებოდნენ და ზღაპრულ წინადადებას სთავაზობდნენ, თუმცა  თავად ფეხბურთელს ევროპაში სურდა დარჩენა.

შეგახსენებთ, სალაჰი ლივერპულს 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2017 წლიდან დღემდე, მან ყველა ტურნირზე ერთად 370 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 226 გოლი გაიტანა და 101 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი იუვენტუსში? - ინიციატორი ჯუნტოლია
ოსიმენი იუვენტუსში? - ინიციატორი ჯუნტოლია