შერმადინის 13 ქულა - ტენერიფემ მოიგო და რეალს გაუსწრო
ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში ტენერიფემ ფორკა ლეიდას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 91:88 დაამარცხა.
კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი შერმადინს, რომელმაც პარკეტზე 14 წუთი და 30 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულას, 3 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
13 ქულიდან გიორგიმ 7 საჯარიმო ტყორცნებით დააგროვა(7/7 100%). 4-ჯერ სცადა 2-ქულიანის სროლა და ზუსტი 3 აღმოჩნდა. 3 მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, ერთი კი მეტოქის.
შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ტენერიფე სატურნირო ცხრილში 14 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა და მადრიდის რეალს გადაასწრო. შემდეგ ტურში, ვიდორეტას შეგირდები ვალენსიას ესტუმრებიან.
???? ¡¡ Triunfo de carácter y mucho basket para seguir arriba !!
— La Laguna Tenerife (@CB1939Canarias) December 7, 2024
???????? #VamosCanarias #LaLagunaTenerife #SeLlevaDentro pic.twitter.com/6RALOUbZcV