ტაბუცაძის 23-ე ლელო და მატკავას 5 ზუსტი ჯარიმა - შავი ლომის გამარჯვება
რაგბიში, ევროპის ჩელენჯ თასის პირველ მატჩში „შავმა ლომმა’’ ფრანგულ „ვანსს’’ 22:19 მოუგო.
ანგარიში ლუკა მატკავას ზუსტად შესრულებული ჯარიმით გავხსენით - 3:0. შემდეგ ფრანგული კლუბი დაწინაურდა, თუმცა ლუკამ ზუსტად შესრულებული ჯარიმით ანგარიში შეამცირა - 6:7. აკაკი ტაბუცაძემ „შავ ლომში’’ 23-ე ლელო დადო, მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, დავწინაურდით - 13:7. საბოლოოდ, ამ შეხვედრაში მატკავამ ხუთი ჯარიმა ზუსტად შეასრულა და 22:19 გავიმარჯვეთ.