ბუდუ ზივზივაძე
Aa
Aa

ბუდუმ თავით შეაგდო და VAR-მა გააუქმა | კარლსრუე დამარცხდა და კრიზისშია

გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მე-15 ტურში „კაიზერმა’’ შინ „კარლსრუეს’’ 3:1 მოიგო. „კარლსრუეს’’ სასტარტოში ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, გოლის გატანის ორი მცდელობა ჰქონდა, ერთ შემთხვევაში არაზუსტად დაარტყა, მეორე შემთხვევაში გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო VAR-მა გააუქმა.

კრისტიან აიხნერის გაწვრთნილი „კარლსრუე’’ კრიზისშია, ბუნდესლიგა 2-ში ბოლო ხუთი მატჩიდან 3 დათმო, ერთი ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთი მოიგო. ამ მომენტში „კარლსრუე’’ 23 ქულით მე-6 ადგილზეა, თუმცა მიმდინარე ტური ჯერ არ დასრულებულა და შესაძლოა უფრო დაბალ პოზიციაზე აღმოჩნდეს.

30 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15-ვე მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მის აქტივში 9 გოლი და 2 საგოლე პასია. ბომბარდირთა დავაში ბუდუ კვლავ ლიდერია, თუმცა მასსავით 9 გოლი კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა შეაგდო. ასევე გეტყვით, რომ ბუდუმ გერმანიის თასის სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის შანსი | ლევანტემ 6 წუთში ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა
ქოჩორაშვილის შანსი | ლევანტემ 6 წუთში ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა