ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელკინა
Aa
Aa

პირველი მედალი სპორტულ წყვილებში - ქართველი მოციგურავეების წარმატება

საფრანგეთის ქალაქ გრენობლში მიმდინარე ISU-ს გრან პრის ფინალურ ეტაპზე უფროსი ასაკის მოციგურავეთა შორის ქართულმა სპორტულმა წყვილმა, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით ისტორიულ წარმატებას მიაღწია. მათმა დუეტმა მოკლე პროგრამა 72, 26 მეასედი ქულით მესამე, თავისუფალი პროგრამა კი 133, 52 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და საერთო ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც სპორტის ამ სახეობაში ქართველ მოციგურავეებს აქამდე არასოდეს გაუკეთებიათ.

საქართველოს ფიგურული სრიალის ისტორიაში მეტელკინა-ბერულავა პირველი სპორტულ წყვილია, რომელმაც წელს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ამავე დუეტის ანგარიშზეა მიმდინარე წელს იუნიორთა შორის მსოფლიოს პირველობაზე მოგებული ოქროს მედლები.

კონტინენტისა და პლანეტის პირველობაზე ნაჩვენები არაჩვეულებრივი შედეგების პარალელურად, ანასტასიამ და ლუკამ გულშემატკივრები სხვა ტურნირებზეც გაახარეს და როგორც ვარშავის ჩელენჯერზე, ასევე ტოკიოს გრან პრიზე ხელშესახები შედეგები დააფიქსირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასიამოვნო სენსაცია - მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ტოკიოს გრან პრი მოიგო
სასიამოვნო სენსაცია - მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ტოკიოს გრან პრი მოიგო