ტოპ-გუნდი აღარ ვართ - ამორიმი მანჩესტერ იუნაიტედზე
დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში საკუთარ სტადიონზე „ნოტინგემს“ უმასპინძლებს და შეეცდება წინა ტურში „არსენალთან“ განცდილი მარცხით გამოწვეული იმედგაცრუება წარმატებით შეცვალოს. ტრადიციულ წინასამატჩო პრეს კონფერენციაზე, მედიის წარმომადგენლების წინაშე „წითელი ეშმაკების“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი წარსდგა, რომელმაც მანკუნიანელები რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა და ნელი ტემპით, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერად ცდილობს საკმაოდ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა, ერთი ისეთი განცხადება გააკეთა, რომელიც იუნაიტედის ფანების უმეტესობას არ მოეწონებოდა.
რას ამბობს ამორიმი
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ტრადიციების მქონე გუნდია, მაგრამ ამჟამად ტოპ-კლუბი აღარ არის. ვფიქრობ, ჩემს გარდა ამას ფეხბურთელებიც კარგად აცნობიერებენ და ამ სიტყვებით მათ ფსიქოლოგიურ დარტყმას არ მივაყენებ. საუკეთესო კი არა, ინგლისის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდიც აღარ ვართ და ხშირად უნდა ვიფიქროთ, როგორც დავიბრუნოთ დაკარგული პოზიციები.
თოთხმეტ ტურში დაგროვებული 19 ქულით „იუნაიტედი“ მეცამეტე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 16 ქულით ჩამორჩება. ამორიმი „მანიუს“ სათავეში 11 ნოემბერს ჩაუდგა და მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 4 მატჩიდან გუნდმა 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.