ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დე ძერბის მთავარი საფიქრალი იქნება - სტატია ზურიკოზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის XIV ტურში ზურიკო დავითაშვილს და მის თანაკლუბელებს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. „სენტ ეტიენის“ მეტოქე „მარსელი“ იქნება, რომელმაც ბოლო ოთხი თამაშიდან სამი მოიგო, მეორე პოზიციაზეა და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერ „პარი სენ-ჟერმენთან“ ქულათა სხვაობას ხუთამდე შეამცირებს.

ერთ-ერთი ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, Sport.fr-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რომ ამ შეხვედრაში „ოლიმპიკი“ უდავო ფავორიტია, თუმცა „მწვანეების“ რიგებში არიან ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ ზღვისპირული კლუბის იტალიელი მთავარი მწვრთნელის რობერტო დე ძერბის ტაქტიკური სქემა თავიანთი ინდივიდუალიზმით თავდაყირა დააყენონ და მათ შორის უპირველესი ზურიკო დავითაშვილია.

რას წერენ ზურიკოზე

საოცარი ფეხბურთელია, რომელსაც წამებში შეუძლია მატჩის სცენარის შეცვლა. დავითაშვილის დამატებით „სენტ ეტიენის“ ხელმძღვანელები შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა მათი იმედები გადაჭარბებითაც გაამართლა. ზურიკო კიდევ უფრო უკეთესია, ვიდრე „ბორდოში“, ან თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას იყო და ახლა „მწვანეების მის გარეშე წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

5 გოლით ზურიკო დავითაშვილი კლუბის საუკეთესო მეგოლეა და ბომბარდირთა დავის ლიდერ „ლილის“ ფორვარდს, ჯონათან დევიდს 6 ბურთით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს რამდენიმე ფრანგული და უცხოური კლუბი აკვირდება- რას წერს TOPMercato
ზურიკოს რამდენიმე ფრანგული და უცხოური კლუბი აკვირდება- რას წერს TOPMercato