პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„დავამტკიცე, რომ მესის გარეშეც მაგარი ვარ“ - გუარდიოლამ ძველი წყენა გაიხსენა

პეპ გუარდიოლამ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ნაბიჯები მშობლიურ „ბარსელონაში“ გადადგა და იმდენად დიდ წარმატებებს მიაღწია, რომ მისი ფორმაციის „ბლაუგრანას“ ახლაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნევენ. პეპის ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ესპანეთის ლა ლიგა 3-ჯერ (2009, 2010, 2011), სამეფო თასი 2-ჯერ (2009, 2012), ესპანეთის სუპერ თასი 3-ჯერ (2009, 2010, 2011), ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ (2009, 2011), უეფას სუპერთასი 2-ჯერ (2009, 2011) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც 2-ჯერ (2009, 2011) მოიგეს.

ასეთი ტრიუმფალური გამოსვლის მიუხედავად, გუარდიოლას სამწვრთნელო შესაძლებლობებში თავდაპირველად ეჭვი ბევრს ეპარებოდა და მიიჩნევდნენ, რომ „ბარსას“ წარმატებები არა მისი, არამედ ლიონელ მესის დამსახურება უფრო იყო, რის გამოც მაშინ დაგროვებულ წყენაზე, პეპმა ახლა დაიწყო საუბრები.

რას ამბობს გუარდიოლა

კარგად მახსოვს, როდესაც „ბარსელონასთან“ ერთად სხვადასხვა პრესტიჟულ ტურნირებს ვიგებდი, ყველა ამბობდა, რომ ეს მესის დამსახურება იყო და არა ჩემი. ყოველივე აქედან გამომდინარე, კარგია, რომ მუშაობა ინგლისში გავაგრძელე, რადგან აქ ყველას დავუმტკიცე, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია.

ინგლისის პრემიერ ლიგა გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ ზედიზედ 4-ჯერ, საერთო ჯამში კი 6-ჯერ მოაგებინა. გარდა ამისა, მან „ქალაქელებთან“ ერთად 2-ჯერ ასოციაციის თასზე, 3-ჯერ ქვეყნის სუპერთასზე, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგაში, უეფას სუპერ თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპის რეინკარნაცია - გვარდიოლას ახალი სიტი და მისი ჯოკერი
პეპის რეინკარნაცია - გვარდიოლას ახალი სიტი და მისი ჯოკერი