სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილს დრო მიეცა - სპურსის ზედიზედ მე-3 წაგება

წინა მატჩებთან შედარებით, „სან ანტონიოს“ ქართველ კალათბურთელს, სანდრო მამუკელაშვილს შედარებით მეტი სათამაშო დრო, 17 წუთი მიეცა, რაც ნორმალურად გამოიყენა. „სპურსმა“ კი „საკრამენტოს“ სათანადო წინააღმდეგობა აშკარად ვერ გაუწია და 27-ქულიანი სხვაობით, 113:140 დამარცხდა, რაც ამ გუნდისთვის ზედიზედ მესამე წაგება იყო.

მამუკელაშვილმა მატჩი 8 ქულით, 6 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მან სამიდან ერთი სამქულიანი, ერთიდან ერთი ორიანი და ექვსიდან სამი საჯარიმო გამოიყენა. „მამუმ“ ექვსიდან ოთხ შემთხვევაში ბურთი დაცვაში ასპარეზობისას მოხსნა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

23 მატჩის შემდეგ „სან ანტონიოს“ ანგარიშზე 11 მოგება და 12 მარცხია. მომდევნო შეხვედრა კი, რომელსაც სანდრო მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები 9 დეკემბერს „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ გამართავენ, თბილისის დროით გამთენიისას, 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის 41 ათასი - ლეიკერსმა ისევ წააგო
ლებრონის 41 ათასი - ლეიკერსმა ისევ წააგო