ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ლებრონის 41 ათასი - ლეიკერსმა ისევ წააგო

„ატლანტა ჰოუქსთან“ (132:134) ოვერტაიმში წაგებულ შეხვედრაში „ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა. მატჩის მიმდინარეობისას, NBA-ს 39 წლის ლეგენდამ ლიგის ისტორიაში 41-ათას ქულიან ნიშნულს მიაღწია, ამ ეტაპისთვის კი მის ანგარიშზე 41 003 ქულაა. მსგავსი შედეგის მიუხედავად, ლებრონი თამაშის დასრულების შემდეგ ბედნიერი ნამდვილად არ იყო, რადგან ლოს-ანჯელესის კლუბმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, თავად კი გუნდი საჭირო დროს მარცხისგან ვერ იხსნა.

საფინალო სირენამდე 7 წამი რჩებოდა, როდესაც „ლეიკერსი“ 2-ქულიანი სხვაობით მარცხდებოდა და პერიმეტრიდან სასროლ პოზიციაზე თანაგუნდელებმა ჯეიმსი დატოვეს, რომლის მცდელობაც არაზუსტი აღმოჩნდა. სტატისტიკოსებმა დაითვალეს, რომ გადამწყვეტი სამქულიანი ლებრონს 2022 წლის შემდეგ არ ჩაუგდია და მას შემდეგ 13 ტყორცნა გააფუჭა. მთლიანობაში „მეფემ“ „ჰოუქსთან“ პარკეტზე 43 წუთი გაატარა, რა დროშიც სამმაგი დუბლის ავტორი გახდა და მატჩი 39 ქულით, 10 მოხსნითა და 11 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

12 მოგებითა და 11 წაგებით „ლეიკერსი“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. 3-მატჩიანი წაგებათა სერიის დასრულებას ჯეიმსი და მისი თანაგუნდელები 9 დეკემბერს შეეცდებიან, როდესაც „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლებრონის და მეჯიქის კრიტიკა - ლეიკერსი მძიმე მდგომარეობაშია
ლებრონის და მეჯიქის კრიტიკა - ლეიკერსი მძიმე მდგომარეობაშია