მერაბ დვალიშვილი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ყველამ ვიცით, რომ თქვენს უმარს საჩუქარი გაუკეთეს“ - დვალიშვილმა მახაჩევს უპასუხა

ნევადას შტატში გამართული UFC 311-ის მთავარი ბრძოლების წინ ჩატარებული პრეს კონფერენციების დროს, ყველაზე საინტერესო მოვლენა მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის მომხდარი კამათი გახლდათ, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უშუალოდ პრეს კონფერენციაზე კი, ამ მებრძოლების სიტყვიერ პაექრობაში ჩარევა ისლამ მახაჩევმა სცადა, თუმცა მან ქართველი „მანქანისგან“ საკადრისი პასუხი მიიღო.

ისლამ მახაჩევი

მე მხოლოდ ერთი რამის თქმა მსურს: მერაბ, შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. პირიქით, ძალიან გაფასებ, მაგრამ გირჩევ მოგებულ ქამარს ცუდად ნუ იყენებ. როდესაც გყავს რეალური მეტოქე და ჩემპიონობის პრეტედენტი, დააფასე და შეებრძოლე მას.

მერაბ დვალიშვილი

ისლამ, მე შენ ასევე ძალიან გაფასებ და ყველა უზომოდ გაფასებს. თუმცა, შენც ხომ კარგად იცი, რომ თქვენს უმარს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილს UFC-ში უკვე ზედიზედ 11 ბრძოლაა არ წაუგია და სექტემბერში საჩემპიონო ქამარი შონ ომალის დამარცხების შემდეგ, სრულიად დამსახურებულად მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატარა ბიჭებისთვის შანსის მიცემით დავიღალე“ - მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა
„პატარა ბიჭებისთვის შანსის მიცემით დავიღალე“ - მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა