ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„პატარა ბიჭებისთვის შანსის მიცემით დავიღალე“ - მახაჩევმა თოფურიაზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის გარდა, გუშინ ლას-ვეგასში ყურადღების ცენტრში 19 იანვარს გასამართი კიდევ ერთი მთავარი ორთაბრძოლის მთავარი გმირები იყვნენ. UFC 311-ის ქარდზე ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევი სომეხ არმან ცარუკიანთან გამართავს.

ბუნებრივია, დვალიშვილი-უმარის მსგავსად, ამ მებრძოლებმაც ერთმანეთს ბევრი საინტერესო უთხრეს, თუმცა MMA-ს ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო მაინც ისლამისთვის დასმული შეკითხვა იყო, რომელიც ილია თოფურიას შეეხებოდა.

რა თქვა მახაჩევმა

ვიჩხუბებ თუ არა თოფურიასთან? სიმართლე გითხრათ, დავიღალე პატარა ბიჭებისთვის შანსის მიცემით. მე მჭირდება UFC-ის მეორე საჩემპიონო ქამარი ნახევრადსაშუალო წონაში და არ ვაპირებ ილიასთან დროის დაკარგვას.

შეგახსენებთ, რომ ქართველი „ელ მატადორის“ მწვრთნელმა ხორხე კლიმენტმა განაცხადა, რომ მახაჩევს თუ მოუგებს, თოფურია UFC-ის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გახდება, რის გამოც ისინი ახლა ყველაზე მეტად სწორედ ისლამთან დაპირისპირებით არიან დაინტერესებულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედი მაქვს, ორივე ქამარი ჩვენი იქნება“ - ხაბიბი დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ჩხუბზე
„იმედი მაქვს, ორივე ქამარი ჩვენი იქნება“ - ხაბიბი დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ჩხუბზე