მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ნამდვილი ნეხვის გროვა ხარ“ - დვალიშვილი უმარს დაუპირისპირდა

როგორც მოსალოდნელი იყო, გუშინ ლას-ვეგასში გამართულ UFC 311-ის მთავარი შეხვედრების ჩატარებამდე თვენახევრით ადრე გამართულ პრეს კონფერენციაზე ემოციები დუღდა და რამდენიმე საინტერესო სიტყვიერი დაპირისპირება შედგა. საჩემპიონო ქამრის ქართველი მფლობელი მერაბ დვალიშვილი და მისი მომავალი მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებისთვის პასუხების გაცემის დროს წაკინკლავდნენ.

რა მოხდა პრეს კონფერენციამდე

დვალიშვილი: რატომ იჩენ უპატივცემულობას ჩემ მიმართ?

ნურმაგომედოვი: იმიტომ რომ ასე მინდა. რამის გაკეთება შეგიძლია?

დვალიშვილი: გაჩვენებ, რისი გაკეთებაც შემიძლია.

ნურმაგომედოვი: აბა მოდი აქ.

დვალიშვილი: არა, შენ მოდი აქ.

ნურმაგომედოვი: აქ დაცვის ძალიან ბევრი წარმომადგენელია, დამირეკე ნებისმიერ დროს და ვილაპარაკოთ.

მთავარი კი ამის შემდეგ დაიწყო. მედიის წარმომადგენლებან შეხვედრამ დიდი ემოციების ფონზე ჩაიარა, რომლის დროსაც როგორც მერაბი, ასევე უმარი საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდა და ერთმანეთისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასაც არ მორიდებიან.

დიალოგი პრეს კონფერენციაზე

დვალიშვილი: შენ კარგი მებრძოლი ხარ, მაგრამ პირველ რიგში კაცი უნდა იყო და არა ნაგვის გროვა. კარგი? შენს მიმართ პატივისცემა დიდი ხანია დავკარგე, რადგან ნამდვილი კაცები ინტერნეტში სისულელეებს არ წერენ.

ნურმაგომედოვი: მიდი საჯაროდ თქვი, რა გაწყენინე? მე მხოლოდ შენი საქციელი აღვწერე თავიდან ბოლომდე და ეს დაიმსახურე კიდეც, რადგან ცდილობდი ჩემთან ბრძოლა თავიდან აგეცილებინა და ჩემ სახელსაც არ ახსენებდი.

დვალიშვილი: ვინ ჯანდაბა ხარ? ვისთან გიჩხუბია? შენ არ იმსახურებ ამას. როგორ ფიქრობ, წავიდოდი ხაზის უკანა მხარეს მე-15 ნომერთან საბრძოლველად? მე ვარ ნომერ პირველი, ვიბრძოდი ქამრისთვის, მოვიპოვე და გავხდი ჩემპიონი, შენ კი როგორ ბედავ საერთოდ ამაზე საუბარს? როდესაც პეტერ იანი დავამარცხე და პრეტენდენტი გავხდი, შენ მეთოთხეტე პოზიციაზე იყავი.

ნურმაგომედოვი: იანს 50-45 მოუგე და ამას უწოდებ გამარჯვებას? ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შენი დამარცხება შეუძლია, ეს მე ვარ, რაშიც ხალხი მალე დარწმუნდება.

დვალიშვილი: შენ წელიწადში ერთ ბრძოლას ატარებ, იანი კი გაცილებით აქტიურია. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ დაუმსახურებელი საჩუქარი მიიღე და შეირგე.

ნურმაგომედოვი: ვინ არჩევს ტიტულის პრეტედენტებს? შენ მებრძოლი ხარ და არა UFC-ის თანამფლობელი. ამიტომ მოკეტე და იბრძოლე. მე კი ამ ორგანიზაციის ისედაც მადლობელი ვარ.

შეგახსენებთ, რომ ამ მებრძოლების შეხვედრა 19 იანვარს, თბილისის დროით, გამთენიისას გაიმართება და მერაბ დვალიშვილი სექტემბერში მოგებული სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვას სწორედ დაღესტნელ სპორტსმენთან შეხვედრით დაიწყებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარს ხაბიბი დაეხმარება, მერაბი ძალიან მომწონს“ | UFC-ის ლეგენდის კომენტარი
„უმარს ხაბიბი დაეხმარება, მერაბი ძალიან მომწონს“ | UFC-ის ლეგენდის კომენტარი