გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილის შანსი | ლევანტემ 6 წუთში ორი გოლი გაუშვა და დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-18 ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ „მირანდესს“ დაუპირისპირდა, რომელიც სატურნირო ცხრილის მე-2 ადგილს იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მნიშვნელოვანი სამი ქულის აღებასთან ახლოს იყო, მაგრამ 87-ე და 93-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვა და დასანანი მარცხი იწვნია.

„ქოჩო“ აქტიური იყო და მეტოქის კარისკენ 4-ჯერ დაარტყა. გიორგის ყველაზე რეალური მომენტი 50-ე წუთზე შეექმნა, მაგრამ მისი თავური არაზუსტი აღმოჩნდა. 71-ე წუთზე, ქოჩორაშვილმა კარლოს ალვარესი ხელსაყრელ მდგომარეობაში დატოვა, მაგრამ „ლევანტეს“ ფეხბურთელმა მომენტი ვერ გამოიყენა.

ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და „მირანდესმა“ მეორე გოლი მისი გასვლის შემდეგ შეაგდო. ქოჩორაშვილი ბურთს 52-ჯერ შეეხო. 33-დან 30 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა და 13-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო. „ქოჩომ“ ბურთი 8-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს კი წესების დარღვევა 4-ჯერ აიძულა. Sofascore-მა მისი თამაში 6.9 ქულით შეაფასა.

ცნობისთვის, „მირანდესთან“ მარცხის შემდეგ, „ლევანტეს“ 29 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „გრანოტასი“ მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „კორდობას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი გვარი დავშვილი არაა“ | მერაბის გაკვეთილი დენა უაითს
„ჩემი გვარი დავშვილი არაა“ | მერაბის გაკვეთილი დენა უაითს