„უახლოეს სამ თვეში მისგან მეტს ველოდებით“ – ვიდორეტა შერმადინზე
ესპანური „ლაგუნა ტენერიფეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჩუს ვიდორეტამ გუნდის ქართველ ცენტრზე, გიორგი შერმადინზე ისაუბრა.
რა თქვა ვიდორეტამ:
„გიოს ტრავმა აწუხებდა, ახლა მან რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახლა, როდესაც მან სათანადო ფიზიკური ფორმა აღიდგინა, უახლოესი სამი თვის განმავლობაში მან კარგი თამაში აჩვენოს. ეს ყველაზე მთავარია.
დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მისგან მეტს ველოდებით, იმიტომ რომ ახლა მას შეუძლია კვლავ გახდეს ის გიორგი შერმადინი, რომელსაც ჩვენ ყველანი კარგად ვიცნობთ“.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში შერმადინი საშუალოდ 9,1 ქულას, 2,6 მოხსნას და 0,9 ასისტს აგროვებს.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ შერმადინის საშუალო სტატისტიკა ასეთია: 8,8 ქულა, 2,5 მოხსნა და 0,8 ასისტი.