კილიან მბაპე
Aa
Aa

ნორმალურად რომ ეთამაშა, ჩემპიონები გავხდებოდით - დიალომ მბაპეს შეუტია

ბოლო პერიოდში კილიან მბაპეს თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან“ (0:2) და ესპანეთის ლა ლიგაში „ბილბაოსთან“ (1:2) განცდილ მარცხებს „რეალის“ გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა 25 წლის ფრანგ ფორვარდს აბრალებს, რადგან როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში მან 11-მეტრიანი გააფუჭა, რითაც თავის გუნდს ანგარიში შეცვლის შანსის დაკარგვის გარდა, სერიოზული ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა.

მედიისა და ქომაგების მხრიდან სერიოზული ზეწოლის პარალელურად, მბაპე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. ფილიპ დიალო არ მოერიდა იმის თქმას, რომ უკვე რამდენიმე თვეა მბაპე ოპტიმალური ფორმისგან შორს იმყოფება და გასულ ზაფხულს როგორც რეალურად შეუძლია ისე რომ ეთამაშა, ევროპის ჩემპიონი არა ესპანეთის, არამედ მათი ქვეყნის ეროვნული გუნდი გახდებოდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის ოქტომბრისა და ნოემბრის მატჩებისთვის დიდიე დეშამმა ნაკრების კაპიტანი არ გამოიძახა, რამაც საფრანგეთში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, მთავარმა მწვრთნელმა თქვა მბაპეს სამსახურზე უარი, თუ მართლა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ „სამფეროვნებს“ მხოლოდ მნიშვნელოვან მატჩებში დაეხმაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასეთი რამ არასოდეს მომხდარა - მბაპეს კრიზისი
ასეთი რამ არასოდეს მომხდარა - მბაპეს კრიზისი