UFC 310 | პანტოჟამ და ასაკურამ ერთნაირი წონა დააფიქსირეს
UFC-ის მომდევნო ღონისძიება UFC 310-ია, რომელსაც ლას-ვეგასი უმასპინძლებს. რამდენიმე წუთის წინ, ტრადიციული აწონვების ცერემონიალი დასრულდა და მეინ ქარდის მონაწილე ყველა მებრძოლმა წონა ჩააბარა.
ალეშანდრე პანტოჟამ და კაი ასაკურამ, რომლებიც უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებენ, ერთნაირი წონა დააფიქსირეს - 56.47 კგ. იგივე ვითარება გვაქვს იან მაჩადო გარისა და შავკატ რახმონოვის ჩხუბთან დაკავშირებით - 77.56 კილოგრამი.
Set for his title shot ????@Kai_1031_ hits the scale at 124.5lbs!
— UFC (@ufc) December 6, 2024
[ #UFC310 on @ESPNPlus PPV | ????: https://t.co/SPiHQrFfAc ] pic.twitter.com/VSxDcNRIWT
მერაბ დვალიშვილის მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა და მოვსარ ევლოევმა 65.9 კილოგრამი დააფიქსირეს, ხოლო ბრაიან ბატლმა წონა ჩააგდო. პირველ გამოსვლაზე, სასურველი შედეგი ვერც ენტონი სმიტმა დააფიქსირა, მაგრამ ვადაში ჩაეტია.
The Future comes in at 171lbs ????@IanGarryMMA is ready for his co-main showdown!
— UFC (@ufc) December 6, 2024
[ #UFC310 on @ESPNPlus PPV | ????: https://t.co/SPiHQrFfAc ] pic.twitter.com/O6MER19UaW
შეგახსენებთ, რომ ასაკურას შეუძლია ისტორია დაწეროს. იაპონელი მებრძოლი UFC-ში სადებიუტო ჩხუბს ატარებს და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება შეუძლია, რაც არასდროს მომხდარა.