„სწორად მოიქცა“ | დე ლაურენტისმა კონტე გაამართლა
„ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი იტალიის თასზე, „ლაციოსთან“ გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 1:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. „ლაციალეს“ წინააღმდეგ ანტონიო კონტემ სასტარტო შემადგენლობა, რომელიც სერია A-ს ბოლო ტურში ათამაშა, მთლიანად შეცვალა და დე ლაურენტისმა ყურადღება კონტეს ამ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა.
„ნათელია, რომ რამდენიმე ცვლილების შემთხვევაში, ბალანსი არ დაიკარგებოდა, მაგრამ მწვრთნელის არჩევანს ბოლომდე ვეთანხმები. კონტეს სხვა 11 ფეხბურთელი უნდა ეთამაშებინა და ლაციოს წინააღმდეგ, სუპერ ვარჯიში გამოგვივიდა.
ვიცოდით, რომ ამდენი ფეხბურთელის შეცვლა მარტივი არ იქნებოდა. მთავარ მწვრთნელს სხვებისთვის ადგილი უნდა დაეთმო და ეს გააკეთა. შედეგი სულერთია. შეგვიძლია, საკუთარ თავს ისეთი ექსპერიმენტის ჩატარების სსუალება მივცეთ, როგორიც ანტონიომ ლაციოსთან გააკეთა“.
ცნობისთვის, „ლაციოსთან“ მატჩში არ უთამაშია ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა. „ნაპოლის“ მომდევნო მეტოქე ისევ „ლაციალე“ გახლავთ და ნეაპოლელები დედაქალაქელებს ამჯერად სერია A-ს ეგიდით დაუპირისპირდებიან.