პირველზე ისევ იოკიჩია - MVP-ის კანდიდატები
პირველზე ისევ იოკიჩია - MVP-ის კანდიდატები
NBA-ს რეგულარული სეზონის დასრულებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები ყოველი თვის დასრულების შემდეგ, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის MVP-ის პრიზის მიღების კანდიდატების რეიტინგს აქვეყნებენ და შესაბამისად, ფანებს ექმნებათ გარკვეული წარმოდგენა, თუ რომელი კალათბურთელია ამ მხრივ მოწინავე პოზიციაზე. ნოემბრის თვის დასრულების შემდეგაც შედგა ათეული და ლიდერი ის ნიკოლა იოკიჩია, რომელიც ამ პრიზის მფლობელი უკვე 3-ჯერ გახდა.
MVP-ის კანდიდატების რეიტინგი
1.ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეტსი). 2.იანის ანტენტოკუმპო (მილუოკი ბაქსი). 3.ჯეისონ ტეტუმი (ბოსტონ სელტიქსი). 4.შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა-სიტი თანდერი). 5.კარლ-ენტონი თაუნსი (ნიუ-იორკ ნიქსი). 6.ფრანც ვაგნერი (ორლანდო მეჯიქი) 7.ენტონი დევისი (ლეიკერსი) 8.ლუკა დონჩიჩი (დალას მავერიქსი) 9.დონოვან მიტჩელი (კლივლენდ კავალიერსი) 10.ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო სპურსი)
შეგახსენებთ, რომ ამ მონაცემებით პრიზის მიღების მთავარი კანდიდატი იოკიჩი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 29, 9 ქულას, 13,4 მოხსნასა და 10,4 შედეგიან გადაცემას აგროვებს. „კლივლენდთან“ შეხვედრაში კი „დენვერის“ სერბმა კალათბურთელმა კარიერაში რიგით 139-ე სამმაგი დუბლი შეასრულა და „ლეიკერსის“ ლეგენდას, მეჯიქ ჯონსონს გადაუსწრო.