კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„მის გვერდით ვართ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ყველა მატჩში ითამაშებს“ | ანჩელოტი მბაპეზე

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ბლანკოსის“ სუპერვარსკვლავზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მბაპეს სტაბილურობის პრობლემა აქვს და კლუბმა მისი მხარდაჭერა უნდა განაგრძოს.

„მბაპესთან მიმართებით, მდგომარეობის შეფასებაა საჭირო. აუცილებელია დალაპარაკება და ახსნა, რის გაკეთებაა საჭირო, რათა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, უკეთესი გახდეს. ბოლო ორ შეხვედრაში, ინტენსივობისა და სისწრაფის მხრივ, მოუმატა. კილიანის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მატჩში ითამაშებს. ზოგჯერ, ფეხბურთელს პაუზა სასიკეთოდ ადგება.

პრობლემა სტაბილურობის არქონაა, რომელიც ჩნდება იმიტომ რომ, მას და მის თანაგუნდელებს თავიანთ დავალებებთან უკეთ გამკლავება მართებთ. დროთა განმავლობაში, ეს კავშირი დამყარდება. მთავარია, კილიანმა იცის, პრობლემა რა არის და მასზე მუშაობს“.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული. „ბილბაოსთან“ მატჩში, რომელიც „რეალმა“ 1:2 წააგო, კილიანმა პენალტი ვერ გამოიყენა. მანამდე კი იგივე „ლივერპულთან“ დაპირისპირებაში მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარს ხაბიბი დაეხმარება, მერაბი ძალიან მომწონს“ | UFC-ის ლეგენდის კომენტარი
„უმარს ხაბიბი დაეხმარება, მერაბი ძალიან მომწონს“ | UFC-ის ლეგენდის კომენტარი