ლიონელ მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

„თუ შესაძლებლობა გვექნება, უყოყმანოდ დავიმატებთ“ – „ინტერ მაიამის“ მფლობელი ნეიმარზე

„ინტერ მაიამის“ მფლობელი, ხორხე მასი აცხადებს, რომ თუ ნეიმარის დამატების შესაძლებლობა მიეცემა, ამას უყოყმანოდ გააკეთებს.

რა თქვა ხორხე მასმა:

„მთავარი საკითხია ის, იქნება თუ არა ნეიმარი ხელმისაწვდომი. ახლა ის „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელია და ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა.

არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი მიზანია, გუნდში დიდი ფეხბურთელები მოვიყვანოთ. შემადგენლობის მხრივ ბევრი შეზღუდვა და აკრძალვა გვაქვს, თუმცა ბიუჯეტი შეზღუდული არაა.

თუ ოდესმე გვექნება შესაძლებლობა, ნეიმარის კალიბრის ფეხბურთელი დავიმატოთ, ამას უყოყმანოდ ვიზამთ. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ფეხბურთელზე და ლიგაზე“.

შეგახსენებთ, რომ „ინტერ მაიამის“ ღირსებას ნეიმარის ყოფილი თანაგუნდელები სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა, ლეო მესი და ლუის სუარესი იცავენ, მთავარ მწვრთნელად კი რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას“ კიდევ ერთი ექსფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კიდევ 1 წლით ინტერ მაიამიში - სუარესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
კიდევ 1 წლით ინტერ მაიამიში - სუარესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა