კიდევ ერთი აღიარება | ლიონელ მესი MLS-ის სეზონის MVP გახდა
„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი, ლიონელ მესი MLS-ის 2024 წლის სეზონის MVP გახდა. „ყველა დროის საუკეთესო. ლიონელ მესი ლენდონ დონოვანის სახელობის MVP-ის ჯილდოს მფლობელია“, - ნათქვამია MLS-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The greatest ever has done it again. ????
— Major League Soccer (@MLS) December 6, 2024
Lionel Messi is the 2024 Landon Donovan MLS MVP. pic.twitter.com/Ej2s9rJcO9
„ლა პულგამ“ 2024 წლის რეგულარული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა. მისმა „ინტერ მაიამიმ“ სეზონი 74 ქულით დაასრულა, რაც MLS-ის სარეკორდო მაჩვენებელია და არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდმა რეგულარული სეზონის თასი დაისაკუთრა.
Lionel Messi’s MVP highlight reel ???? pic.twitter.com/SZzkVq7R9L
— B/R Football (@brfootball) December 6, 2024
მესიმ მონაწილეობა 19 შეხვედრაში მიიღო და მოედანზე 1485 წუთი გაატარა. მიუხედავად ამისა, მის ანგარიშზე 20 გოლი და 16 შედეგიანი გადაცემა იყო, რაც MLS-ის ისტორიაში მეხუთე საუკეთესო შედეგია. ყოველ 90 წუთში, ლეოს საშუალოდ 2.18 საგოლე მოქმედება ჰქონდა. როცა ის ძირითად შემადგენლობაში იყო, „ინტერ მაიამიმ“ რეგულარულში მხოლოდ ერთი თამაში წააგო - 12 მოგება, 6 ფრე, 1 მარცხი.
ცნობისთვის, „ლა პულგამ“ ხმების 38.43 პროცენტი მიიღო. გამოკითხული ფეხბურთელების 40.83 პროცენტმა მას დაუჭირა მხარი. ჟურნალისტებს შორის, მესიმ ხმების 43.2 პროცენტი მიიღო, კლუბებს შორის - 31.25%.