მებრძოლი გუნდი კვალიფიციური კადრებით - სტატია სვანაძის ნაკრებზე
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში რამდენიმე დღის წინ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ჯგუფში საქართველოს ნაკრების სამივე მეტოქის ვინაობა გაირკვა. ცნობილია, რომ რამაზ სვანაძის მიერ მომზადებული ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.
ერთ-ერთ რუმინულ სპორტულ გამოცემა Prosport-ში წილისყრის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილის შესახებ მცირე ანალიტიკური წერილები გამოქვეყნდა და ბუნებრივია ყურადღების მიღმა არც საქართველოს 21-წლამდე ნაკრები დარჩენილა, რომელიც დახასიათებულია როგორც მებრძოლი გუნდი, რომლის ღირსებასაც იტალიის სერია A-სა და რუსეთისა და შვეიცარიის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ასპარეზობენ.
ასევე დასახელებულია სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც სვანაძე გუნდს კონტინენტის პირველობაზე ათამაშებს და სათადარიგოებიც, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში თამაშს გააძლიერებენ. საინტერესოა ისიც, რომ თითოეულ ფეხბურთელს მიწერილი აქვს ამ მომენტისთვის მისი სატრანსფერო ღირებულება.
ძირითადი შემადგენლობა
ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი, 100 ათასი ევრო), გიორგი მაისურაძე (პოლისია, 400 ათასი ევრო), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, 5 მლნ), საბა საზონოვი (ემპოლი, 2,8 მლნ), ირაკლი აზაროვი (შახტარი, 5 მლნ), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, 1,8 მლნ), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, 2,5 მლნ), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია, 400 ათასი), ლაშა ოდიშარია (რფს, 300 ათასი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, 800 ათასი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი, 300 ათასი).
სათადარიგო შემადგენლობა
მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი, 100 ათასი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი, 100 ათასი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი, 600 ათასი), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, 500 ათასი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, 300 ათასი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (კოლხეთი, 100 ათასი), ნოდარ ლომინაძე (დილა, 300 ათასი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი, 100 ათასი), ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი, 200 ათასი), გიზი მამაგეიშვილი (იბერია, 400 ათასი).
შეგახსენებთ, რომ სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატს ქართველი ფეხბურთელები 11 ივნისს ჟილინაში პოლონელებთან მატჩით დაიწყებენ, სამი დღის შემდეგ ამავე ქალაქში ფრანგებს შეხვდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 17 ივნისს ტრენჩინში პორტუგალიის ნაკრებთან შეხვედრით დაასრულებენ.