შავი ლომი
Aa
Aa

სეზონის გახსნითი მატჩისთვის - შავი ლომის შემადგენლობა ცნობილია

ხვალ, საქართველოს სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ ევროპის ჩელენჯ თასის წლევანდელ გათამაშებას საფრანგეთის „ვანთან“ საშინაო შეხვედრით დაიწყებს. ჩვენი ქვეყნის პირველმა პროფესიულმა ფრენჩაიზმა ბოლოს 12 ოქტომბერს, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშა, როდესაც პორტუგალიის „ლუზიტანუში“ 36:0 დაამარცხა. ამ მატჩთან შედარებით, მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ძირითად შემადგენლობაში 7 ცვლილება შეიტანა, საიდანაც 6 შერკინების ხაზზე მოდის.

„შავ ლომს“ დაუბრუნდა და მესამე ხაზში თამაშს იწყებს სანდრო მამათავრიშვილი, რომელმაც ნოემბრის ტესტებში საქართველოს ნაკრებშიც იასპარეზა. ასევე ბრუნდება გიორგი ცუცქირიძე, ხოლო ლუკა ივანიშვილი შერკინების შემკვრელი იქნება. მთლიანად შეიცვალა პირველი ხაზი, სადაც ძირითადში ვასილ კაკოვინი, შალვა მამუკაშვილი და გიორგი ჩხარტიშვილი მოხვდნენ, ხოლო მეორე ხაზში ვლადიმერ ჩაჩანიძეს ამჯერად მიხეილ ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. ცენტრში პირველივე წუთებიდან იქნება იოანე მეტრეველი, რომელიც თორნიკე კახოიძე შეუწყვილდება. ფრთებზე ითამაშებენ აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა, ხოლო ლუკა ცირეკიძე ფულბეკი იქნება.

„ვანის“ გარდა, ჯგუფურ ეტაპზე ქართველი მორაგბეები უელსის „სკარლეტსთან“, შოტლანდიის „ედინბურგთან“ და საფრანგეთის „ბაიონთან“ ითამაშებენ. ხვალინდელი მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტესტ მატჩი - საქართველო სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება
ტესტ მატჩი - საქართველო სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება