ტეო ერნანდესი
Aa
Aa

ტეო ერნანდესს ორ ქალზე ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებენ

„მილანის“ ვიცე-კაპიტანს, საფრანგეთის ნაკრების წევრ ტეო ერნადესს ორ ქალზე ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

გამოცემა Sofoot-ის ცნობით, პაპარაცებს ხელში ჩაუვარდათ ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ესხმის თავს ორ ქალს ერთ-ერთ ღამის კლუბში „მილანის“ ფრანგი მცველი. როდის არის გადაღებული ვიდეო, ჯერჯერობით უცნობია.

სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ერნანდესი ჯერ ხელს კრავს, შემდეგ კი ურტყამს ქალებს, რის შემდეგაც მას გარშემომყოფები ამშვიდებენ. 

ჟურნალისტი ფაბრიციო კორონა ასევე ამტკიცებს, რომ ტეო ერნადესმა ღამის კლუბს ფინანსური ზარალის კომპენსაციის ფარგლებში 65 000 ევრო გადაუხადა, კიდევ 30 000 ევრო კი - ვიდეოების არ გავრცელების სანაცვლოდ.

ჯერჯერობით არც „მილანს“ და არც ფრანგ ფეხბურთელს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-წლიანი პირობითი პატიმრობა - ბენ იედერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
2-წლიანი პირობითი პატიმრობა - ბენ იედერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო