„ვინ არის ეს ბიჭი?“ - რონალდუ ვან დერ ვაარტზე
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა კრიშტიანუ რონალდუზე ილაპარაკა, რომელიც წარსულში თავისი თანაგუნდელი იყო.
მისი თქმით, პორტუგალიელი საშინლად ეგოისტი იყო.
„თუ ჩვენ 6:0 ვიგებდით და რონალდუს გოლი არ ჰქონდა გატანილი, ის უკმაყოფილო იყო. თუ ჩვენ ვაგებდით და მას 2 გოლი ჰქონდა გატანილი, ეს მისთვის ნორმალური იყო. იგივე ხდებოდა რუუდ ვან ნისტერლოისთან დაკავშირებითაც. მე მასთან ბევრს ვურთიერთობდი და ყოველთვის ამბობდა: მე ჩემი გოლები მჭირდება“, - თქვა ვან დერ ვაარტმა.
მის ამ განცხადებას რონალდუ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პოსტის ქვეშ მსგავსი კომენტარი დაწერა: „ვინ არის ეს ბიჭი?“.
შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვაარტი და რონალდუ ერთად „რეალში“ 2009/10 წლების სეზონის განმავლობაში თამაშობდნენ.