სისხლით ქართველი ვარ, მაგრამ რუსეთი მიყვარს | აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელი
Aa
Aa

სისხლით ქართველი ვარ, მაგრამ რუსეთი მიყვარს | აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელი

აფხაზეთში დაბადებული ფეხბურთელი, 34 წლის ირაკლი კვეკვესკირი რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქართველია, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ რუსეთი და რუსი ხალხი უყვარს. როგორც ჩანს, არ აქვს გააზრებული, რომ მისი მშობლიური მხარე რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ის ქვეყანა, სადაც ახლა თავს კომფორტულად გრძნობს, საუკუნეების მანძილზე საქართველოს მტერი და დამპყრობელია. ეს რეალობა არ შეცვლილა.

ირაკლი კვეკვესკირი: „რა თქმა უნდა სისხლით ქართველი ვარ. რუსეთმა ყველაფერი მომცა: საფეხბურთო განათლება, ცხოვრებისეული განათლება. აქ ყველაფერი მაქვს, რუსი მეუღლე მყავს, რუსეთში დაბადებული ბავშვები, მეგობრები, სამსახური.

ზოგჯერ რაღაცის უარყოფა მოდურია. როგორ შემიძლია ამის გაკეთება მე? ქართველი ვარ, ვისაც რუსეთი და რუსი ხალხი უყვარს. რუსეთზე ცუდს არასდროს ვიტყვი, ამას ვერ მაიძულებენ, არ არსებობენ ცუდი ერები, არსებობენ ცუდი ადამიანები.

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მიწვევა არასდროს მქონია, გაფართოებულ სიაშიც არ ვყოფილვარ. შესაძლოა, ქართველად არ მიმიჩნევენ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც რუსეთი უყვარს’’.

ირაკლი კვეკვესკირს საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. კარიერა უნგრეთში დაიწყო, კარიერის დიდი ნაწილი სომხურ და რუსულ კლუბებში გაატარა, გარკვეული პერიოდი ბათუმის „დინამოსა'' (2012-13) და ლანჩხუთის „გურიას'' (2016) ფეხბურთელი იყო. ამჟამად, რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ ვორონეჟის „ფაკელის'' კაპიტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკაუტები აღაფრთოვანა | სოფიის ცსკა წიტაიშვილის ტრანსფერზე მუშაობს
სკაუტები აღაფრთოვანა | სოფიის ცსკა წიტაიშვილის ტრანსფერზე მუშაობს