წლის მებრძოლი ალექს პერეირა გახდა
World MMA Awards-ის ვერსიით, წლის საუკეთესო მებრძოლი ბრაზილიელი ალექს პერეირა გახდა. ეს არის პრესტიჟული პრემია, რომელსაც ჟურნალი Fighters Only გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის პერეირამ ქვემძიმე წონის ჩემპიონის ტიტული გასული წლის ნოემბერში ირჟი პროხაზკასთან ბრძოლაში მოიპოვა და მას შემდეგ ქამარი სამჯერ დაიცვა - ჯამაჰალ ჰილთან, პროხაზკასთან რემატჩში და ხალილ რანთრისთან ბრძოლაში.
რაც შეეხება წლის საუკეთესო მებრძოლ ქალს, ეს ტიტული ვეილი ჟენგს გადაეცა.