ლუკა მაისურაძე ტოკიოს გრანდ სლემზე იასპარეზებს
7 დეკემბერს, ძიუდოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი - ტოკიოს გრანდ სლემი იწყება.
შეჯიბრის პირველ დღეს, საქართველოს სახელით, ლუკა მაისურაძე -90 წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, გრანდ სლემი თბილისის დროითი, 5:30-ზე დაიწყება, ლუკა ტურნირს შედარებით გვიან, მერვედფინალური ეტაპიდან შეუერთდება.
ტოკიოს 2024 წლის გრანდ-სლემზე 44 ქვეყნის 274 სპორტსმენი მონაწილეობს.