გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

სკაუტები აღაფრთოვანა | სოფიის ცსკა წიტაიშვილის ტრანსფერზე მუშაობს

ბულგარელი ჟურნალისტის, მეტოდი შუმანოვის ინფორმაციით, სოფიის ცსკა-ს გიორგი წიტაიშვილის დამატება სურს. მარჯვენა გარემარბი კიევის „დინამოს’’ საკუთრებაა და ერთწლიანი იჯარით „გრანადაში’’ თამაშობს.

ბულგარული კლუბის სკაუტები მიმდინარე სეზონში წიტაიშვილის ოთხ შეხვედრას დაესწრნენ. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ცსკა-ს წარმომადგენლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ბულგარულმა კლუბმა კიევის „დინამოსთან’’ მოლაპარაკება დაიწყო.

წიტაიშვილის ესპანეთიდან ბულგარეთში წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია, მით უმეტეს რომ ფეხბურთელი „გრანადას'' კარგად შეეწყო, ხოლო ცსკა ევროტურნირების მიღმაა და ბულგარეთის ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს კიევის „დინამოსთან’’ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გასულ წლებში წიტაიშვილი ცნობილ უკრაინულ სამენეჯერო კომპანია ProStar-თან თანამშრომლობდა, თუმცა შემდეგ მათთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამჟამად, Carp Football Management-თან თანამშრომლობს, ამ სააგენტოსთან დაკავშირებულნი არიან მამუკა ჯუღელი და კრისტიან ძაკარდო. ზაფხულში, როცა წიტაიშვილი „გრანადაში’’ გადავიდა, ფეხბურთელთან ერთად ძაკარდო იმყოფებოდა, ტრანსფერი იტალიელის ჩართულობით განხორციელდა.

წიტაიშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, ესპანეთის თასზე 2 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წასვლა უნდა და კლუბის მადლიერი არაა | ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე
წასვლა უნდა და კლუბის მადლიერი არაა | ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე