კევინ ლერენამ დეონტეი უაილდერი გამოიწვია
WBC-ის ვერსიით, ბრიჯერვეითში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, კევინ ლერენამ ყოფილი ჩემპიონი, დეონტეი უაილდერი გამოიწვია.
სამხრეთ აფრიკელი მოკრივის თქმათ, მას ყოველთვის უნდოდა ეს ჩხუბი.
„უაილდერი დიდი ხანია, რაც ერთ-ერთ ყველაზე საშიშ „პანჩეად“ ითვლება. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ახლა უბრალოდ ჩემი დრო დადგა - მე არავის არ მეშინია“, - თქვა ლერენამ.
შეგახსენებთ, რომ უაილდერმა ბოლო ჩხუბი მიმდინარე წლის ივნისში გამართა. ის ჩინელ ჩჟან ჩჟილეისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.