მესი ბარსას ფანებს: მენატრებით და იმედი მაქვს, მალე კვლავ შევხვდებით
ლიონელ მესი ყველაზე დიდი ვარსკვლავია, რომელიც „ბარსელონას“ ჰყოლია.
კატალონიური კლუბის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Mundo Deportivo-მ არგენტინელ ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერა.
რა თქვა მესიმ:
„ბარსას“ გახსენებაზე პირველი რაც თავში მომდის, ეს არის უამრავი არაჩვეულებრივი მოგონება იმ დროიდან, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო გუნდში გავატარე. ყველაზე ხშირად მახსენდება კოლექტიური ტიტულები, რომლებიც მოვიპოვეთ“.
„არის 2 ადამიანი, რომლებმაც ჩემზე დიდი გავლენა იქონიეს. პეპ გუარდიოლა და რონალდინიო. პეპი იმიტომ, რომ ის ჩემი მწვრთნელი იყო და მასთან ერთად, დაუჯერებელ შედეგებს მივაღწიეთ და რონალდინიო იმიტომ, რომ როგორც მან მიმითო და დამეხმარა, ძალიან დამეხმარა ძირითად გუნდში ადაპტაციის დროს“.
„მინდა ბარსას ფანებს მივმართო: ძალიან მენატრებით და იმედი მაქვს, მალე ისევ შევხვდებით და თქვენ იამაყებთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდის ნაწილს წარმოადგენთ“.
შეგახსენებთ, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა.
არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა.
გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.