მამუკელაშვილის 4 ქულა - სან ანტონიოს მარცხი და ვუჩევიჩის 39 ქულა
NBA-ში ვიქტორ ვემბანიამას გარეშე მოთამაშე „სან ანტონიო სპურსი’’ „ჩიჯაგო ბულსთან’’ 124:139 დამარცხდა. „სან ანტონიო სპურსის'' მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილი 6:20 წუთით ათამაშა, ქართველის აქტივში 4 ქულაა. სამქულიანის სროლის ერთი მცდელობა ჰქონდა და ჩააგდო. რაც შეეხება მის საჯარიმოებს, 2-დან 1 ზუსტი იყო.
„ჩიკაგო ბულსის’’ ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი საუკეთესო იყო, 39 ქულა ჩააგდო და გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„სან ანტონიო სპურსმა'' მიმდინარე სეზონში 22-დან 11 მატჩი მოიგო და ამდენივე დათმო, აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გუნდს შორის მე-11 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში „საკრამენტო კინგსს'' მიიღებს, შეხვედრა 7 დეკემბერს 05:00 საათზე დაიწყება.