ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„იმედგაცრუებული ვართ“ | კონტემ ახსნა სასტარტო შემადგენლობა რატომ შეცვალა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიის თასის ეგიდით, „ლაციოსთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 1:3 წააგო და ტურნირს გამოეთიშა. კონტემ „ტორინოსთან“ გამოყვანილი სასტარტო შემადგენლობა მთლიანად შეცვალა და მატჩის შემდეგ ახსნა, ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღო.

„იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვართ, რადგან ტურნირს გამოვეთიშეთ. სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილებას რისკები ახლდა, მაგრამ მაინც ეს არჩევანი გავაკეთეთ. გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მიღების შანსი არ ჰქონიათ. გუნდის წინსვლისთვის და პროგრესის გზაზე სიარულისთვის, საჭირო იყო, დღეს ყველა ასეთი მოთამაშე გამოგვეცადა. ისინი ვარჯიშებისას მაქსიმუმს აკეთებენ და მათი დამსახურებაცაა, რომ სერია A-ს სატურნირო ცხრილს ვლიდერობთ. სამწუხაროა, რომ გავვარდით, მაგრამ აუცილებელი იყო, ფეხბურთელების დონე შეგვეფასებინა.

პალერმოსთანაც იგივე გადაწყვეტილება მივიღეთ. რა შანსი ექნებოდათ ამ ბიჭებს დღევანდელ შეხვედრაშიც რომ არ ეთამაშათ?! 5 თვეა თავდაუზოგავად მუშაობენ და გუნდს დაკარგავ თუ შესაფერის მომენტში, მათ შანსს არ მისცემ. შეხვედრას რაც შეეხება, გაშვებული გოლებისას უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. მეორე ტაიმში მიღებულმა მესამე ბურთმა მძიმე დარტყმა მოგვაყენა და იყო სიტუაციები, როცა მეტის გაკეთება შეგვეძლო.

მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. საჭიროა საკუთარ თავზე ვიფიქროთ, დასკვნების გამოტანა კი სხვებს მივანდოთ. წასაგებად არ გვითამაშია. ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი ვიფიქრეთ და საბოლოოდ, ეს არჩევანი გავაკეთეთ. გრძელი სეზონი გველოდება და იმის იმედად ვერ ვიქნებით, რომ ტრავმას არავინ მიიღებს. სტატისტიკა ვნახე. თანაბარი თამაში იყო და შეგვეძლო, მომენტებში უკეთ გვეასპარეზა.

ლაციოსთან გასამართი მომდევნო მატჩი? მჯერა, საერთოდ სხვა თამაში იქნება. საკუთარ კედლებში ვიასპარეზებთ და შეხვედრა სხვა ტურნირის ეგიდით გაიმართება. ლაციო კარგი გუნდია, რომელსაც მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ“.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას „ლაციოსთან“ არ უთამაშია და მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. კვარას“ და კომპანიას მომდევნო შეხვედრა ისევ „ლაციოსთან“ ელით. 8 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:45-ზე, „პარტენოპეი“ „ლაციალეს“ სერია A-ს ეგიდით დაუპირ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“ | რა თქვა ვალტერ მაცარის ასისტენტმა კვარაზე
„ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“ | რა თქვა ვალტერ მაცარის ასისტენტმა კვარაზე