ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

კვარას არ უთამაშია | ნაპოლი ლაციოსთან დამარცხდა და კოპა იტალიას გამოეთიშა

იტალიის თასის 1/8-ფინალში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, „კვარას“ კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ხვიჩამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და ძირითად შემადგენლობაში სირილ ნგონგე და დავიდ ნერეში გამოჩნდნენ. ანტონიო კონტემ სასტარტო თერთმეტეული მთლიანად შეცვალა, რის გამოც, ნეაპოლური გამოცემების კრიტიკა დაიმსახურა. მეორე ტაიმში, კონტემ 5 ცვლილება გააკეთა, მაგრამ კვარაცხელია მოედანზე არ გამოუყვანია.

მატჩს რაც შეეხება, „ლაციოს“ ანგარიშის გახსნა 21-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ მატია ძაკანიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. „არწივებმა“ მიზანს მაინც მიაღწიეს და 32-ე წუთზე, „ნაპოლის“ კარი ტიჯანი ნოსლინმა აიღო. 4 წუთში, „პარტენოპეიმ“ წონასწორობა აღადგინა და თავი ჯოვანი სიმეონემ გამოიჩინა.

„ლაციომ“ პირველი ტაიმი მაინც მოიგო. 41-ე წუთზე, ნოსლინმა დუბლი მიითვალა - 2:1. 50-ე წუთზე, „არწივების“ ფეხბურთელმა „ნაპოლის“ კიდევ ერთი გოლი გაუტანა, ჰეთ-თრიქი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცნობისთვის, „კვარას“ და კომპანიას მომდევნო შეხვედრა ისევ „ლაციოსთან“ ელით. 8 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:45-ზე, „პარტენოპეი“ „ლაციალეს“ სერია A-ს ეგიდით დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“ | რა თქვა ვალტერ მაცარის ასისტენტმა კვარაზე
„ძალიან ძლიერი ფეხბურთელია“ | რა თქვა ვალტერ მაცარის ასისტენტმა კვარაზე