ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გვინდა დავაჯილდოოთ“ | ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კვარას კონტრაქტზე ისაუბრა

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის საკითხზე ისაუბრა. მანამ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა ქართველ ფეხბურთელთან უკვე ისაუბრეს და თუ საჭირო გახდა, კიდევ დაილაპარაკებენ.

„კვარას წარმომადგენლებს შევხვდით და ვილაპარაკეთ. ამ მომენტისთვის, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე საუბარი არ გვინდა, რადგან მიმდინარე სეზონზე ვართ ორიენტირებული. სეზონის დასრულების შემდეგ, ვისაუბრებთ. მას კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ორი წლით აკავშირებს და გვინდა, მოედანზე მაქსიმალურად ფოკუსირებული იყოს. გვსურს, კვარაცხელია დავაჯილდოოთ და ამ საკითხთან მიმართებით, მშვიდად ვართ“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, შეთანხმება ვერ ხერხდება. მხარეებს შორის სამი პრობლემაა წარმოქმნილი. პირველი ხელფასის საკითხია, რასაც ემატება გამოსასყიდი თანხის ოდენობა. „პარტენოპეის“ ხელშეკრულებაში მინიმუმ 100 მილიონი ევროს დაფიქსირება უნდა, ქართველი გარემარბი 80 მილიონს ითხოვს. გარდა ამისა, „ნაპოლის“ სურს, ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ „კვარას“ მომდევნო კლუბმა მისი გასხვისება გადაწყვიტა, „პარტენოპეის“ გარკვეული პროცენტი უნდა დაუთმოს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ხვიჩამ სერია A-ში მე-14 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 ქულით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიასთან ბრძოლა დიდი პატივი იქნება“ - ალჯო თოფურიასთან ჩხუბზე
„ილიასთან ბრძოლა დიდი პატივი იქნება“ - ალჯო თოფურიასთან ჩხუბზე