ილია თოფურია, მაიკლ ჩენდლერი
Aa
Aa

„ყველაზე ეფექტური სტრაიკერი UFC-ში“ | მაიკლ ჩენდლერი ილიას აქებს

მაიკლ ჩენდლერი Bellator-ის ყოფილი ჩემპიონია, რომელიც UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის. ჩენდლერმა ილია თოფურია გამოარჩია და „ელ მატადორს“ ყველაზე ეფექტური სტრაიკერი უწოდა.

ჩენდლერს სოციალურ ქსელში თოფურიას დახასიათება სთხოვეს, რაზეც ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. „ყველაზე ეფექტური სტრაიკერი UFC-ში“, - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თოფურია შავკატ რახმონოვმაც გამოარჩია. ყაზახ მებრძოლს UFC-ის იდეალური მებრძოლის შედგენა სთხოვეს. რახმონოვის აზრით, „ელ მატადორს“ ორგანიზაციაში საუკეთესო სტრაიკინგი აქვს.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, „ელ მატადორმა“ ორი ბრძოლა გამართა. ილიამ ჯერ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი მოიპოვა და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩხუბი იქნება, რაც კი მინახავს“ - ტაქტაროვი მერაბი-უმარის ბრძოლაზე
„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩხუბი იქნება, რაც კი მინახავს“ - ტაქტაროვი მერაბი-უმარის ბრძოლაზე