ხვიჩა კვარაცხელია, ვინისიუს ჟუნიორი, რაფაელ ლეაუ, ლუის დიასი, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

მსოფლიოს ტოპ 10 მარცხენა გარემარბი | რომელზეა კვარა Four Four Two-ს რეიტინგში

ცნობილმა ჟურნალმა, Four Four Two-მ მარცხენა გარემარბები დაასახელა, რომლებიც დღესდღეობით, მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ტოპ 10-ში „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა და წინა რეიტინგისგან განსხვავებით, რომელშიც „კვარა“ მესამე იყო, ამჯერად, მეექვსე ადგილზე იმყოფება.

„მარტივი არაა, დიეგო მარადონასთან შედარება დაიმსახურო. სწორედ ამიტომ, როცა ხვიჩა კვარაცხელიას მეტსახელად „კვარადონა“ შეარქვეს, აშკარა გახდა, რომ ქართველი ფლეიმეიქერი არ ხუმრობდა.

2022/23 წლებში, კვარაცხელიამ გარღვევის მომხდენი სეზონი ჩაატარა და ვიქტორ ოსიმენთან ჩამოაყალიბა დუეტი, რომელიც სერია A-ში ყველაზე მრისხანე გახლდათ. იმ სეზონში, ნაპოლიმ სკუდეტო 1990 წლის შემდეგ პირველად მოიგო და ქართველი გარემარბის ანგარიშზე 31 საგოლე მოქმედება იყო.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გასულ სეზონში, კვარა ნაპოლის სწრაფი რეგრესის მსხვერპლი გახდა, რის გამოც, მასზე საუბარმა მოიკლო, თუმცა, ნებისმიერი, ვინც პარტენოპეის თამაშის ყურებას გადაწყვეტს, დაინახავს, რომ კვარაცხელიას უნარები არსად გამქრალა. ამ შთამბეჭდავ ფლეიმეიქერს, ელიტარულ დონეზე, საოცარი კარიერა ელოდება“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

გეტყვით იმასაც, რომ ტოპ 10-ის პირველ ადგილს ვინისიუს ჟუნიორი იკავებს. მეორეზე ნიკო უილიამსი გახლავთ, მესამეზე - რაფაელ ლეაუ. „კვარას“ ლუის დიასი (მეოთხე) და რაფინიაც უსწრებენ (მეხუთე), ხვიჩას შემდეგ კი სონ ჰიონ-მინი, გაბრიელ მარტინელი, ენტონი გორდონი და ბრედლი ბარკოლა მოდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩხუბი იქნება, რაც კი მინახავს“ - ტაქტაროვი მერაბი-უმარის ბრძოლაზე
„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩხუბი იქნება, რაც კი მინახავს“ - ტაქტაროვი მერაბი-უმარის ბრძოლაზე