ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

„ილიასთან ბრძოლა დიდი პატივი იქნება“ - ალჯო თოფურიასთან ჩხუბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის უახლოესმა მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა კვირას, ილია თოფურიასთან შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა.

რას ამბობს ალჯო ილიაზე:

„ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელი ბრძოლა იქნება. უმეტესობა მიცნობს როგორც კარგ გრეპლერს, მაგრამ თოფურიაც კარგი გრეპლერია. ის ფანტასტიკური ჩემპიონია და ჩემთვის დიდი პატივი იქნება ისეთი ბიჭის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელმაც ამ წონის ორი უდიდესი მებრძოლი დაამარცხა - ჰოლოუეი და ვოლკანოვსკი. მაგრამ ახლა მხოლოდ ევლოევთან ბრძოლაზე ვფიქრობ და ამის შემდეგ, იმედი მაქვს, რომ ილიას მოწინააღმდეგეთა რიგში პირველ ადგილზე ვიქნები“.

„რომელ კომპონენტში მექნება უპირატესობა? მას სისუსტე თითქმის, არც ერთ ასპექტში არ გამოუჩენია. თუ ბრძოლა ჩაინიშნება, ჩემი საქმე იქნება, რომ გავარკვიო, როგორ მოვიგო ბრძოლა და როგორ მოვიპოვო მასზე უპირატესობა“.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ მიიღებდა მერაბ დვალიშვილი მის და ილიას ჩხუბს, ალჯომ ასე უპასუხა:

„ნამდვილად არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ, არ მინდა მის მაგივრად ლაპარაკი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ როგორც მერაბთან, ისე ილიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მე და ილიამ რამდენჯერმე ვისადილეთ ერთად ლას-ვეგასში, ის შესანიშნავი ბიჭია, შესანიშნავი ოჯახით. ზოგადად, ქართველები დიდი ხალხია და ჩვენ არანაირი მტრობა არ გვაქვს. უბრალოდ ვცდილობ, რომ ჩემივე ისტორიისთვის რაღაც დიდი გავაკეთო“.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგი 8 დეკემბერს, UFC 310-ზე მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ომალი ორსულადაა“ | შუგამ იანის გამოწვევა არ მიიღო და მერაბთან ჩხუბი უნდა
„ომალი ორსულადაა“ | შუგამ იანის გამოწვევა არ მიიღო და მერაბთან ჩხუბი უნდა