2025-ში ყველა კლოსტებოლს მივიღებთ - კირიოსი სინერს უტევს
ნიკ კირიოსი საჩოგბურთო წრეებში ცნობილია სპორტსმენად, რომელიც ღიად საუბარს არც ერთ თემაზე არ ერიდება. ბოლო პერიოდში კი ავსტრალიელი ჩოგბურთელი გამუდმებით აპელირებს დოპინგის თემაზე და უსამართლობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ იანიკ სინერი, რომლის სისხლშიც აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი აღმოაჩინეს, დისკვალიფიკაციას გადაურჩა. სწორედ ამაზე გააკეთა აქცენტი კირიოსმა, რომელსაც მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიმართვა შეკითხვით, როგორ წარმოუდგენია ჩოგბურთი მომავალ წელს.
ნიკ კირიოსი
როგორ წარმომიდგენია იცით? უნდა მივმართო თხოვნით საერთაშორისო ფედერაციას რომ თითოეულმა ჩოგბურთელმა კლოსტებოლი და ტრიმეტაზიდინი მივიღოთ - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვიქნებით ყველა თანაბარ პირობებში.
ერთ მხარეს უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ პრინციპებს არ ღალატობენ, სარკეში ჩახედვის არ სცხვენიათ და ამ გზით ცდილობენ წარმატების მიღწევას. მეორე მხარეს კი... აღარ მინდა ამაზე საუბრის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა რეიტინგის ლიდერის იანიკ სინერის შემდეგ, დოპინგზე ქალთა კლასიკიფიკაციის პირველადგილოსანი იგა შვიონტეკიც ჩავარდა, რომლის სისხლშიც ტრიმეტაზიდინის კვალი აღმოჩნდა. თუმცა, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნივთიერების წყარო იყო დაბინძურებული პრეპარატი მელატონინი, რასაც პოლონელი ძილთან დაკავშირებული პრობლემების გამო იღებდა და ამის გამო მას მხოლოდ ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.