მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ოლეგ ტაქტაროვი
Aa
Aa

„ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩხუბი იქნება, რაც კი მინახავს“ - ტაქტაროვი მერაბი-უმარის ბრძოლაზე

ყოფილმა რუსმა მებრძოლმა და UFC 6-ის გამარჯვებულმა, ოლეგ ტაქტაროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლაზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

რას ამბობს ტაქტაროვი:

„დიახ, დვალიშვილისა და უმარის დაპირისპირება ყველაზე საინტერესო იქნება. რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ წარუმატებელი სერიის შემდეგ შანსი პიოტრ იანს მიეღო, მაგრამ არა უშავს, ერთი ბრძოლაც მოიცდის. იანის ასეთი სერია უცნაურად დადგა, რადგან ბევრი პრობლემა ჰქონდა. საჩემპიონო ბრძოლამდე კიდევ ერთი ბრძოლა მოუწევს ლოდინი“.

„ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის ბრძოლაში სერიოზულ დაპირისპირებას ველოდები, სხვა გზა არც არის. ვფიქრობ, დანდობა არ იქნება, რადგან სპორტსმენები ერთ დონეზე არიან როგორც ძალით, ისე გამძლეობით. არ მინახავს, რომ რომელიმე მათგანს მიწაზე სუპერტექნიკა ჰქონოდა... იმის მიუხედავად, რომ ისინი სტრაიკინგში ძლიერები არ არიან, მაინც მოუწევთ დგომში ჩხუბი. ვიტყოდი, რომ შანსები 50/50-ზე იქნება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 18 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - დვალიშვილი ტიტულს ნურმაგომედოვთან დაიცავს
ოფიციალურად - დვალიშვილი ტიტულს ნურმაგომედოვთან დაიცავს