ლუკა ბანკი
Aa
Aa

ბანკი კალათბურთელებს დაემშვიდობა - ვირტუსი მწვრთნელის გარეშე რჩება

საკალათბურთო ევროლიგის XIII ტურში საკუთარ დარბაზში ოვერტაიმში „ალბასთან“ (88:90) დამარცხების შემდეგ, „ვირტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუკა ბანკიმ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, მაგრამ იტალიური სპორტული გამოცემების ცნობით, ის მატჩის შემდგომ გასამართ პრეს კონფერენციაზე შესვლამდე, შეგირდებს დაემშვიდობა და მათ აცნობა, რომ ის მუშაობას აღარ განაგრძობს.

ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლონიელები, რომლებიც ამ ტურამდე სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა პოზიციაზე იყვნენ, ბოლო ადგილზე მყოფ ბერლინელებთან დამარცხდნენ და ახლა თავად იქცნენ აუტსაიდერებად.

ვარაუდობენ, რომ თორნიკე შენგელიას და მისი თანაგუნდელების მთავარი მწვრთნელი ბანკის ნაცვლად ალექსანდრ ჯორჯევიჩი იქნება, თუმცა „ვირტუსის“ შეფები ჯერჯერობით ოფიციალურ ინფორმაციას ამის თაობაზე არ ავრცელებენ. 33 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი კი ბოლონიელების წარუმატებელი ასპარეზობის ფონზე, გუნდის ლიდერია და გუშინდელ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ხშირ შემთხვევაში მატჩის MVP ხდება.

ევროლიგის მომდევნო ტურში „ვირტუსი“ ხვალ სერბეთის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს და მატჩი თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება. იტალიის სერია A-ში კი 8 დეკემბერს, სტუმრად მოქმედ ჩემპიონს, „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიამ ევროლიგაზე გაიბრწყინა - ვირტუსი ფენერბახჩესთან მაინც დამარცხდა
შენგელიამ ევროლიგაზე გაიბრწყინა - ვირტუსი ფენერბახჩესთან მაინც დამარცხდა