მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს“ - იანი მერაბისა და უმარის ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, პიოტრ იანმა არიელ ჰელვანთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და თავისი პროგნოზი დააფიქსირა.

რას ამბობს იანი:

„არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი მათგანი დაასწრებს თავისი სტილისა და თამაშის თავზე მოხვევას. სტილისტურად, ორივე მებრძოლი თითქმის მსგავსად იბრძვის და ამიტომ, ერთმანეთისთვის რთული მეტოქეები იქნებიან. ასევე, გამარჯვებულის ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ როგორ ფორმაში შეხვდება ჩხუბს. სუნთქვაში უმარიც კარგია და მერაბიც და ორივე ბოლომდე იბრძვის. ასე რომ, ვერ ვიტყვი, ვინ იქნება გამარჯვებული“.

MMA-ის სამყაროში ვარაუდობენ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბში გამარჯვებულს სავარაუდოდ, პიოტრ იანი დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 18 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები