მერაბ დვალიშვილი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი, არმან ცარუკიანი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„იმედი მაქვს, ორივე ქამარი ჩვენი იქნება“ - ხაბიბი დვალიშვილი-ნურმაგომედოვის ჩხუბზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ახლადჩანიშნულ საჩემპიონო ბრძოლას, რომელშიც ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და უმარ ნურმაგომედოვი უნდა დაუპირისპირდნენ, რუსი მებრძოლის ბიძაშვილი და ამავე ორგანიზაციის რამდენიმეგზის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეხმაურა.

ცნობისთვის, ამავე ქარდზე საჩემპიონო ბრძოლას ხაბიბის გუნდის წევრი, ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი ისლამ მახაჩევიც გამართავს, ნურმაგომედოვმა კი ამ ფაქტს ისტორიული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ორივე საჩემპიონო ქამარი დაღესტანში წავა.

რა დაწერა ხაბიბმა:

„UFC-ის ორი ქამრისთვის ერთდროულად ვიბრძოლებთ! მგონი, ასე არც არასდროს მომხდარა. წინ საოცარი ღამე გველის! იმედი მაქვს, ორივე ქამარი ჩვენთან წამოვა, მე კი ამას გავუმკლავდები“.

UFC-იმ დღეს დილით ოფიციალურად დაადასტურა, რომ სუპერმსუბუქ წონაში მერაბ დვალიშვილი ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს, ისლამ მახაჩევი კი ქვემსუბუქი წონის ტიტულის დაცვას სომეხ არმან ცარუკიანის წინააღმდეგ ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - დვალიშვილი ტიტულს ნურმაგომედოვთან დაიცავს
ოფიციალურად - დვალიშვილი ტიტულს ნურმაგომედოვთან დაიცავს