კილიან მბაპე
Aa
Aa

ასეთი რამ არასოდეს მომხდარა - მბაპეს კრიზისი

ესპანეთის ლა ლიგაში გუშინ „რეალი“ სტუმრად „ბილბაოსთან“ (1:2) დამარცხდა, რაშიც მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე კილიან მბაპეა. მატჩში იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც სამეფო კლუბს შეეძლო მეტოქესთან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოეპოვებინა, მაგრამ ისევე როგორც „ლივერპულთან“ შეხვედრაში, ფრანგმა ფორვარდმა თანაგუნდელები ამჯერადაც დააღალატა და 11-მეტრიანი ვერ გაიტანა. 2024 წელს მბაპემ 4 პენალტი (2-ჯერ რეალში, 2-ჯერ პსჟ-ში) ვერ გამოიყენა, რაც მის კარიერაში აქამდე არასოდეს მომხდარა.

ბუნებრივია, თამაშის შემდეგ „ბლანკოსის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან ჰქონდათ შეკითხვები მბაპესთან დაკავშირებით, რაზეც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ფრანგი ოპტიმალური ფორმისგან აშკარად შორს არის და ადაპტაციის გავლისთვის გარკვეული დრო კიდევ სჭირდება. კარლიტომ ისიც აღნიშნა, რომ მათ კლუბში სამი შტატიანი პენალტისტი ჰყავთ და როდესაც მოედანზე ვინისიუსია, პრიორიტეტი მას ენიჭება, ბრაზილიელის არყოფნაში კი ამ ფუნქციას მბაპე და ჯუდ ბელინგემი ინაწილებენ.

მბაპეს გარდა, საქმეები გუნდსაც არ მისდის კარგად - ყველა ტურნირზე გამართული ბოლო 11 მატჩიდან „რეალმა“ 5 წააგო, მაშინ როდესაც იქამდე გამართული 73 შეხვედრიდან მხოლოდ 4 მარცხი ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას უკვე ფეხბურთელს ვერ უწოდებ“ - ფრანგი ჟურნალისტი მბაპეზე
„მას უკვე ფეხბურთელს ვერ უწოდებ“ - ფრანგი ჟურნალისტი მბაპეზე