გოგა ბითაძე
Aa
Aa

მეშვიდე მოგება ბოლო რვა მატჩში - ბითაძის მეორე შედეგი მოხსნებში

წინა ტურში, „ნიქსთან“ (106:121) მარცხისა და შეწყვეტილი წაუგებელი სერიის შემდეგ, „ორლანდომ“ სტუმრად „ფილადელფია“ დაძაბულ ბრძოლაში, 106:102 დაამარცხა და ხასიათი გამოისწორა. ფლორიდული კლუბი არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს, უკანასკნელი რვა მატჩიდან შვიდი მოიგო და ბუნებრივია, ამაში გოგა ბითაძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

“სიქსერსთან“ გამართულ შეხვედრაში 25 წლის ქართველმა კალათბურთელმა 20 წუთში 6 ქულის, 6 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოასწრო. გოგამ ოთხიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოდან და პერიმეტრიდან კი არც ერთხელ არ უსვრია. ექვსი მოხსნიდან ოთხი დაცვაში, ორი კი შეტევაში ასპარეზობისას შეასრულა და ამ მაჩვენებლით თანაგუნდელებს შორის მეორე შედეგი ჰქონდა. ბურთი ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ მეტოქეს დაუფარა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

16 მოგებითა და 8 წაგებით „ორლანდო“ NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და მხოლოდ „კლივლენდ კავალიერსსა“ და „ბოსტონ სელტიქსს“ ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები ისევ „ფილადელფია სიქსერსთან“ გამართავენ და მატჩი ხვალ, ღამის 4 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული | ბითაძე ორლანდოს დატოვებს?
მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული | ბითაძე ორლანდოს დატოვებს?