„მერაბმა მითხრა, რომ უმოკლეს ვადაში უმართან ჩხუბი სურს“ - დენა უაითი
UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის უმოკლეს ვადაში გამართვა მას მერაბ დვალიშვილმა სთხოვა.
რა თქვა დენა უაითმა:
„მერაბი მოვიდა ჩვენთან ოფისში და თქვა, რომ დაიღალა იმის მოსმენით, თუ როგორ უპატივცემულოდ მოიხსენიებს მას უმარი, და ამიტომ სურს, ნურმაგომედოვს რაც შეიძლემა მალე ეჩხუბოს“.
შეგახსენებთ, რომ ქამრის პირველ დაცვას სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი 18 იანვარს რუსეთის წარმომადგენლის, უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ დვალიშილმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის სექტემბერში, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა, ნურმაგომედოვმა კი ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და კორი სენდჰაგენი დაამარცხა. ნურმაგომედოვს MMA-ში გამართული 18-ვე ბრძოლა აქვს მოგებული და ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ნომერ პირველი პრეტენდენტია.