ოფიციალურად - დვალიშვილი ტიტულს ნურმაგომედოვთან დაიცავს
სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამრის პირველ დაცვას UFC 311-ზე გამართავს - მისი მეტოქე კი რუსი უმარ ნურმაგომედოვი იქნება. ინფორმაცია ამის შესახებ დვალიშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
UFC 311 ლოს-ანჯელესში 19 იანვარს გაიმართება.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ დვალიშილმა ჩემპიონის ტიტული მიმდინარე წლის სექტემბერში, შონ ომალისთან ბრძოლაში მოიპოვა, ნურმაგომედოვმა კი ბოლოს აგვისტოში იჩხუბა და კორი სენდჰაგენი დაამარცხა. ნურმაგომედოვს MMA-ში გამართული 18-ვე ბრძოლა აქვს მოგებული და ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ნომერ პირველი პრეტენდენტია.
აქვე გეტყვით, რომ UFC 311-ის მთავარ ბრძოლად ისლამ მახაჩევსა და არმან ცარუკიანს შორის სატიტულო ჩხუბი ჩაინიშნა.