ვალენსია, ემპოლი
Aa
Aa

კოპა დელ რეი/კოპა იტალია - ვალენსია და ემპოლი შემდეგ ეტაპზე გავიდნენ

საფეხბურთო სამყაროში დღეს თასის შეხვედრები გაიმართა. ესპანეთში კოპა დელ რეი, ხოლო იტალიაში კოპა იტალია.

თავიანთი მატჩები გამართეს ვალენსიამ და ემპოლიმ, თუმცა გიორგი მამარდაშვილს და საბა გოგლიჩიძეს არ უთამაშიათ.

აღსანიშნავია, რომ შემდეგ ეტაპზე ორივე გუნდი გავიდა. ღამურები ეიეას ესტუმრნენ და 3:1 დაამარცხეს. სტუმართა მხრიდან გოლები კორდობამ, გომესმა და რაფა მირმა გაიტანეს. მამარდას გუნდი სამეფო თასის 1/16-ფინალში გავიდა.

რაც შეეხება ემპოლის, მათ გაცილებით რთული მატჩი ჰქონდათ. გოგლიჩიძის გუნდი ფიორენტინას სტუმრად დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, თერთმეტმეტრიანები კი 3:4.

ცნობისთვის, ვალენსიას მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა. ემპოლი მეოთხედფინალში იუვენტუსსა და კალიარის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“შეუძლებელი არაფერია“ - ანზორ კიღურაძე დინამოსთან ფინალის წინ
“შეუძლებელი არაფერია“ - ანზორ კიღურაძე დინამოსთან ფინალის წინ